წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალაქ წნორიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა და უახლოეს მომავალში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 649 241 ლარია, რომელიც 1456 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის დაიგებას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზაზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენა უკვე დაიგო, ასევე თითქმის დასრულდა სანიაღვრეების მოწყობა, რის შემდეგაც მეორე ფენის დაგება მოხდება.
გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.