ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წმინდა ნინოს ხსენების დღე

27 იანვარი, 2024
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. 
სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილმა) წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
საზეიმო ლიტურგიას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი მრევლთან ერთად დაესწრნენ.
წმინდა ნინოს ხსენება საქართველოში ორჯერ აღინიშნება, 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის, ხოლო 27 იანვარს - მიცვალების დღე.

 

გააზიარე