ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნორის ახალგაზრდული კლუბი

19 მარტი, 2021

წნორის ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს და პირველ მოადგილეს მადონა ბატიაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. კლუბის წევრებმა მერს მათი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზეც ისაუბრეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრისას მათთან თანამშრომლობის და მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს.

წნორის ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა ,,ახალგაზრდული მუშაკის პროფესიული მომზადების" პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency -ს მხარდაჭერით. 

#სიღნაღისმერია

 

გააზიარე