ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნორის პარკის მშენებლობა დასრულებულია

5 May, 2023
ქალაქ წნორში, ევდოშვილის ქუჩაზე, კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა დასრულებულია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი პარკში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ, რომელთაც კონკრეტული დავალებები უშუალოდ მერისგან მიიღეს. როგორც მალხაზ ბეგიაშვილმა აღნიშნა, რეკრეაციული ზონის მოვლისთვის საჭირო ინვენტარი მერიამ შეიძინა და მათ უახლოეს დღეებში გადაეცემათ.
ამჟამად სარწყავი და ელექტრო სისტემები სატესტო რეჟიმში მუშაობს, რათა დროულად გამოვლინდეს ხარვეზები და სწრაფად მოხდეს მათი აღმოფხვრა.
უსაფრთხოების მიზნით, კულტურის და დასვენების პარკის მთელ პერიმეტრზე 27 ერთეული ვიდეოკამერის მონტაჟი დღეს დასრულდა, რომლის მეშვეობით ტერიტორიის სრული კონტროლი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახელობას მიმართავს თხოვნით: გაუფრთხილდით პარკს, ნუ დააზიანებთ გარემოს! წინააღმდეგ შემთვევაში მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

 

გააზიარე