ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნორში გზების რეაბილიტაცია დაიწყო

7 April, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სააკაძის ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი შესახვევის, აღმაშენებლის ქუჩის მე-3 შესახვევისა და რუსთაველის ქუჩის მე-2 შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი ერთ კილომეტრამდე ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის საფარის, სანიაღვრეებისა და სიჩქარის შემზღუდველების მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე სამივე ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 507630 ლარია.
განახლებული გზებით მოსახლეობა ივნისიდან ისარგებლებს.
 
 
გააზიარე