ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდება

3 ნოემბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტში უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

საპროექტო სამუშაოები სოფელ მაღაროში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მაღაროში 1200 მეტრზე წყალსადენი ქსელი უკვე მოეწყო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში, ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი 2021 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

#წყალიყველასოფელს

 

გააზიარე