ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წყლის რეზერვუარის მშენებლობა სოფელ ილიაწმინდაში

22 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სოფელ ილიაწმინდაში წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაიწყო. რეზერვუართან ერთად, სოფელში წყლის მილების დაქსელვა სრულდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ილიაწმინდაში წყალი 250 ოჯახს მიეწოდება.
წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 13 სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აფინანსებს.

 

 

გააზიარე