ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დასუფთავების აქცია

27 April, 2023
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია მოეწყო.
მასში მერის მოადგილეებთან ერთად საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, წითელი ჯვრის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა იღებდნენ მონაწილეობას.
აქციის ფარგლებში ბოდბის ე.წ. „დაცული ტყის“ ტერიტორია დასუფთავდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხშირად იმართება, რომელშიც საჯარო მეხელეები აქტიურად მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონი ზედიზედ მეოთხედ კონკურსის "სუფთა რეგიონი" გამარჯვებულია, სიღნაღის მსგავსად დასუფთავების მასშტაბური აქციები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მუდმივ რეჟიმში იმართება.

 

გააზიარე