დასუფთავების აქცია სიღნაღში
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქ სიღნაღში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, დავით დურგლიშვილმა, მერიის თანამშრომლებმა და ქალაქის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიიღეს.
აქციის ფარგლებში, ე.წ. „გადასახედების“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი დასუფთავდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს - ნუ დაანაგვიანებთ გარემოს!