დოკუმენტური ფილმის ჩვენება
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში დოკუმენტური ფილმის - „უთქმელი ისტორიების“ ჩვენება გაიმართა.
საბჭოს წარმომადგენლებმა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები შეაჯამეს და ფილმის ჩვენება გამართეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღდეგ საინფორმაციო კამპანიას რამდენიმე წელია აქტიურად უერთდება.