ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესპანეთის დელეგაცია სიღნაღს ეწვია

8 ივლისი, 2022

ქალაქ სიღნაღს ესპანეთის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი კლოსე კომიტეტის წევრებთან ერთად ეწვია.

სიღნაღში სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი მაჩხაშვილი დახვდნენ.

სტუმრები სიღნაღის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ, ქართული კულტურის უძველეს ნიმუშებსა და ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნენ. 

 

გააზიარე