ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

9 აგვისტო, 2023

 

სისხლის დონაცია საპატიო და ღირსეული საქმეა!
სისხლის დონაციას უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სიღნაღის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მონაწილეობს უანგარო დონაციის აქციაში და ეხმარება სისხლის გადასხმის საჭიროების მქონე ადამიანებს.
წლევანდელ აქციაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, თქვენი მზაობა დაადასტუროთ სატელეფონო ზარით ან ელექტრონული ფოსტით. მერიის წარმომადგენელი აქციის დროსა და სხვა დეტალებზე მოგვიანებით დაგიკავშირდებათ.
ტელ: 558 12 82 73;
ელ. ფოსტა: signagi_gamgeoba@yahoo.com
აქცია განხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით.
გააზიარე