გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟირება გამოცხადდა შემდეგ პოზიციებზე:
- ადმინისტრაციულ სამსახურში 2 პოზიციაზე;
- ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში 3 პოზიციაზე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში 2 პოზიციაზე;
- შიდა აუდიტის სამსახურში 1 პოზიციაზე;
- ეკონომიკის სამსახურში 1 პოზიციაზე;
სტაჟირების შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე -