ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამწვანების აქცია

15 April, 2022

დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში, გამწვანების აქცია ჩატარდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა 100-ზე მეტი ფიჭვი და მუხა დარგეს. გამწვანდა სოფელ ძველ ანაგაში სკოლის და საბავშვო ბაღის ტერიტორია. ქვემო ბოდბეში კი ხეები გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე დაირგო. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული.

#სიღნაღისმერია #გამწვანებისაქცია #დედამიწისდღე

 

გააზიარე