გამწვანების აქცია სიღნაღში
#22აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამწვანების მასშტაბური აქვია ჩატარდა. ღონისძიებამ ყველა სოფელი მოიცვა და მასში მერმა გიორგი გოგილაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულ აქციას კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები და სიღნაღის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრეეებიც შეუერთდნენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 300 ნერგი დაირგო.
მსგავსი აქციები სიღნაღის მუნიციპალიტეტეტში არაერთხელ ჩატარებულა.