განახლებული რეგიონები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან და სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ქ. სიღნაღის სარაჯიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში დასრულებულია 12 კერძო სახლის მოპირკეთებისა და ტროტუარის მოწყობა, გრძელდება არსებული ღობის აღდგენითი და ახალი ღობის აგურით მოწყობის სამუშაოები, ქალაქში დაწყებულია ჭავჭავაძის ქუჩის სახლებისა და ღობეების განახლებაც.
"განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შარშან დაიწყო, მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე წელს გვაქვს. 2022 წელს კახეთში ისევე როგორც მთელ საართველოში 63- ვე მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად გაზაფხულიდან მოხდება შესაბამისი არეალების დასრულება პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 500 მილიონი ლარის ოდენობისაა.