განცხადება
2021 წლის 19 ნოემბერს 13:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) მოწვეულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის მეოთხე მოწვევის საკრებულოს სხდომა.
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ხუციშვილი, მალხაზ სიფრაშვილი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საჯარო განხილვის დანიშვნის შესახებ:
მომხსენებელი: მალხაზ ხუციშვილი, მალხაზ სიფრაშვილი.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
მომხსენებელი: გოჩა შანშაშვილი.