ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

2 ნოემბერი, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, სხდომაზე საბჭოს წევრებმა შემდეგი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო თანხის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: ნანა ნანობაშვილი, თამთა ზაქარეაშვილი
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმირებულობის უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო კამპანიის გრაფიკის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: გია პავლიაშვილი, თამთა ზაქარიაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და გენდერული დამოკიდებულებების კვლევის კითხვარის შემუშავების შესახებ;
მომხსენებელი: თამთა ზაქარიაშვილი, ნანა ნანობაშვილი

 

გააზიარე