ღვინის დღეები საქართველოში
დღეს, 12 ოქტომბერს ღვინის დღეებს სიღნაღი უმასპინძლებს.
წარმოგიდგენთ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს:
სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი
15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური; მწვადი; ყველი; თაფლი; ტყლაპი; ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძები.
15:00–18:00 პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
15:00–15:30 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 კერამიკაზე მოხატვის მასტერკლასები.
16:30–17:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–20:00 ექსკურსიები სიღნაღის მარნებში.
15:00–20:00 შემეცნებითი ინტერაქტიული გამოფენა - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
18:30–19:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
20:00 კონცერტი: ქართული ღვინის მელოდიები (ნუკრი კაპანაძე, აჩიკო ბერიძე, სოფო ხალვაში, ანი კეკუა, საბა კემულარია, სანდრო კობახიძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, თემურ ყვითელაშვილი).
ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.