ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია ბეგიაშვილი სიღნაღს ესტუმრა

13 May, 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და მერთან, მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერეს.

ილია ბეგიაშვილმა ქალაქ წნორში სააკაძის და მეგობრობის ქუჩების გზების რეაბილიტაცია, ახალი სკვერის და სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის მოწყობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროეტები მიმდინარეობს, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის, წყალმომარაგების გაუმჯობესების, რეკრეაციული სივრცეების შექმნის და ახალი, ურბანული განვითარების მიმართულებით ხორციელდება. 

 

გააზიარე