ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის

6 ივლისი, 2022

4 ივლისს, თემი-ქედელის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

თემი ქედელის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ტრენინგის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის ინკლუზიის პოლიტიკის და სერვისების მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო.

სემინარზე, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური ინკლუზიისკენ მიმართული პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების სისტემის დანერგვაზე. აღნიშნული სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის გამართული მუნიციპალური სერვისების მიწოდებას და საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მათ მონაწილეობას.

შეხვედრა პროექტის - „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

 

გააზიარე