ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები სიღნაღს ეწვივნენ

28 სექტემბერი, 2022
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების - ქალაქ წნორში დასვენებისა და რეკრეაციული სივრცის, ახალი პარკის მშენებლობის და სიღნაღი-ქვ.მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სამინისტროს წარმომადგენლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პროექტებისს განხორციელების მიზნობრიობასთან ერთად, მშენებლობის დეტალები გააცნო.
ახალი სკვერის მშენებლობის პროექტი 1 ჰექტრის ფართობზე სკვერის, შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, ასევე საბავშვო და სატრენაჟორო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს.
სიღნაღი-ქვ.მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქვემო მაჩხაანში ტურიზმის განვითარებას. ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა, განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

 

 

გააზიარე