ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“
გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სასკოლო რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა, სადაც მონაწილეობას სიღნაღის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 6 გუნდი იღებდა.
რეგიონალურ ტურნირში სიღნაღის გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდს საგარეჯოს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიების მიერ დაწესებული პრიზები: პლანშეტური კომპიუტერები, ჭკვიანი საათები და პორტატული დამტენები გადაეცა.
ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.