ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“

17 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ე.წ. სპორტული ვერსიის თამაშები დაიწყო.

სასტარტო თამაშს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან ერთად დაესწრო. შეჯიბრის დაწყებამდე ის მოსწავლეებს, პედაგოგებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, მონაწილეებს კი წარმატებული თამაში უსურვა.

ოთხი შეხვედრის შემდეგ მეხუთე ფინალური ტური გაიმართება, რომელში გამარჯვებულ გუნდს ბროლის ბუ გადაეცემა, ხოლო პრიზიორი გუნდები და საუკეთესო მოაზროვნე სხვადასხვა საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

 

გააზიარე