ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

6 ივლისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა.

აღნიშნულ სასკოლო თამაშის ფინალში ექვსი საჯარო სკოლის - ილიაწმინდის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ტიბაანის, წნორის N1 და სიღნაღის გუნდები მონაწილეობდნენ.

ქულათა რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი ტიბაანის საჯარო სკოლის, მეორე - ქვემო ბოდბის, ხოლო მესამე სიღნაღის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა, რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფრომა ხათუნა აღამონაშვილმა გადასცეს.

წამყვანის ნომინაცია - საუკეთესო მოაზროვნის საჩუქარი თეონა კოჭლამაზაშვილს გადაეცა.

ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

 

გააზიარე