ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის 2023 წლის სოციალური სერვისები

11 იანვარი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური სერვისებით 2023 წელს ისარგებლა 2 614 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 818 565 ლარი.
კერძოდ:
➡️ სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება (399 ბენეფიციარი) – 167 800 ლარი;
➡️ ოპერაციების თანადაფინანსება (229 ბენეფიციარი) - 11474 ლარი;
➡️ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია (97 ბენეფიციარი) - 56674 ლარი;
➡️ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (481 ბენეფიციარი) - 81825 ლარი;
➡️ ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (112 ბენეფიციარი) - 22400 ლარი;
➡️ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (996 ბენეფიციარი) - 182045 ლარი;
➡️ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (10 ბენეფიციარი) - 1450 ლარი;
➡️ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (63 ბენეფიციარი) - 10400 ლარი;
➡️ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (32 ბენეფიციარი) - 5550 ლარი;
➡️ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება (3 ბენეფიციარი) - 1050 ლარი;
➡️ ობოლი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება (13 სტუდენტი) - 12568 ლარი;
➡️ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება (10 სტუდენტი) - 9725 ლარი;
➡️ მრავალშვილიანი ოჯახებიდან სტუდენტთა სწავლის თანადაფინანსება (1 სტუდენტი) - 800 ლარი;
➡️ ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის დახმარება (20 ოჯახი) - 42823 ლარი;
➡️ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (10 ოჯახი) - 43810 ლარი;
➡️ დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (32 ბენეფიციარი) - 41300 ლარი;
➡️ 100 წლის უხუცესთა სოციალური დახმარება (4 მოქალაქე) – 800 ლარი;
➡️ დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან დედების დახმარება (94 მოქალაქე) - 9400 ლარი;
➡️ უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (8 ოჯახი) - 16671 ლარი;

 

გააზიარე