ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი „აი ია“ ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი „აი ია“ ჩატარდა.
გაკვეთილს პედაგოგი მარინა გოგაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი და სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეები ანბანის პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, გაკვეთილზე მათ დედაენის შესახებ შესწავლილი ლექსები წაიკითხეს, პლასტიკური ჩხირებით სიტყვა „ია“ მოხაზეს, მოისმინეს დედაენის ავტორის იაკობ გოგებაშვილის ხმის ჩანაწერი, საზეიმო გაკვეთილის დასასრულს მათ დედაენაზე შექმნილი სიმღერაც შეასრულეს.
გაკვეთილი ძალიან სახალისო, მრავალფეროვანი და პოზიტიური გამოვიდა, რომლითაც, როგორც მოსწავლეებმა, ისე მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიამოვნება მიიღეს.

 

 

გააზიარე