ქალაქ წნორში ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ წნორში ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის მიხედვით, 1516 მეტრის მანძილზე, სანიაღვრე, ტროტუარი, საგზაო ნიშნები და ასფალტის გზის საფარი მოეწყო.
განახლებული ინფრასტრუქტურით 2000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 1 152 039 ლარი დაიხარჯა.