ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში საგზაო ინფრასტრუქტურა უმჯობესდება

11 აგვისტო, 2022
2022 წელს, ქალაქ წნორში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 6 ქუჩაზე მიმდინარეობდა.
„სიხაშვილის“, „ჭავჭავაძის“ და „მეგობრობის“ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
სამივე ქუჩაზე, პროექტის მიხედვით, ორფენოვანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე მოეწყო სანიაღვრეები, ტროტუარები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
რაც შეეხება „აღმაშენებლის“, „სააკაძის“, და „რუსთაველის“ ქუჩის გზის რეაბილიტაციას, დარჩენილია მცირე სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
 
გააზიარე