ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

4 ოქტომბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა და ინფრასტრუტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაღანაშვილმა ქალაქ წნორში ახლად რეაბილიტირებული გზები მოინახულეს.
სააკაძის ქუჩის, სააკაძის I, რუსთაველის II და აღმაშენებლის III შესახვევების გზების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მიხედვით, ორფენოვანი ასფალტის საფარი და სანიაღვრე მოეწყო.
გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 499 481 ლარი დაიხარჯა.

 

 

გააზიარე