ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ გორში გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

24 April, 2023
23 აპრილს, ქალაქ გორში, გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის გოგონათა ძიუდოს სექციის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა (ანი გულდამაშვილი, სანდრა ისმაილოვა, მაკა ბოლღაშვილი).
ანი გულდამაშვილმა და მაკა ბოლღაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს (მწვრთნელი ლუდმილა ფერაძე და ჯუმბერ ქვრივიშვილი).
ვულოცავთ ანის და მაკას საქართველოს ჩემპიონობას და ვუსურვებთ წარმატებებს ევროპის თასზე.
ჩემპიონატი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და საქართველოს ძიუდოს გოგონათა (ახალგაზრდები) ნაკრების დაკომპლექტების მიზნით გაიმართა.

 

გააზიარე