ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ რუსთავში წოლჭიმსა და ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

4 მარტი, 2024
ქალაქ რუსთავში წოლჭიმსა და ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდი 10 სპორტსმენის შემადგენლობით მონაწილეობდა.
ჩვენმა სპორტსმენებმა 5 ოქროს, ორი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატზე სპორტსმენებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეპოვებინათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია.
ორმა სიღნაღელმა სპორტსმენმა ცოტნე ბეჟაშვილმა და გიორგი ოტიაშვილმა შეძლეს და მოიპოვეს აღნიშნული ლიცენზია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას უსურვებს.

 

გააზიარე