ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღის გზების რეაბილიტაცია

15 ნოემბერი, 2022
ქალაქ სიღნაღში ეთნოგრაფიული პარკის და სასაფლაოს მიმდებარე გზების რეაბილიტაცია დასრულდა.
აღნიშნული გზის მოწესრიგება ქალაქისთვის დიდი ხნის მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. რეაბილიტაციამდე არსებული გზაზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ძალიან რთული იყო გადაადგილება და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა.
აღნიშნული პრობლემის მოგვარება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გახდა შესაძლებელი.
რეაბილიტაციის ფარგლებში სასაფლაომდე მისასვლელ ორივე გზაზე ქვაფენილი, ხოლო, გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
რეაბილიტირებული გზის სიგრძემ 1225 მეტი შეადგინა, რომელზეც 426 786 ლარი დაიხარჯა.

 

 

გააზიარე