ქალაქ სიღნაღში ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი გაიმართა
ქალაქ სიღნაღში ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქართული ჭიდაობის კახეთის ფედერაციის ორგანიზებით, სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩატარდა.
გამარჯვებული მოჭიდავეები შესაბამისი თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
საპრიზო ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ფულადი ჯილდოებიც მიიღეს.
ტურნირს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი მოადგილეებთან დავით დურგლიშვილთან და გოჩა ვარდიაშვილთან ერთად ესწრებოდა.
ტურნირზე არაერთმა ტიტულოვანმა სპორტსმენმა იჭიდავა.
ტურნირს ესწრებოდნენ ცნობილი მოჭიდავეები:
ალექსი დავითაშვილი - საქართველოს რვა გზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში,
დავით დავითაშვილი - საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში,
ავთანდილ ჭრიკიშვილი - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში,
ვალერი პარუნაშვილი - საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში,
გელა ბერუაშვილი - საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი,
გოჩა ტატიშვილი - კახეთის ქართული ჭიდაობის პრეზიდენტი,
გიორგი მოდებაძე - ამჟამინდელი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში.
ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები წონითი კატეგორიების მიხედვით:
65 კგ წონითი კატეგორია
I ადგილი - გიგი ოტიაშვილი "ახმეტა"
II ადგილი - ირაკლი კუპატაძე "საგარეჯო"
III ადგილი- ამირანი დარბაისელი "საგარეჯო"
75 კგ წონითი კატეგორია
I ადგილი - მიშო ბახბახაშვილი "თელავი"
II ადგილი - გიორგი ახალაური "ახმეტა"
III ადგილი - გიგი ბერუაშვილი "ქარელი"
85 წონითი კატეგორია
I ადგილი - ზვიადი ბაზანდარაშვილ "გორი"
II ადგილი - დავით ბახბახიშვილი "თელავი"
III ადგილი - ლევანი ჭამირაშვილი "ქარელი"
+85 კგ წონითი კატეგორია
I ადგილი - გიორგი ბერიაშვილი " მარტყოფი"
II ადგილი - ჯაბა მუმლაძე "ლაგოდეხი"
III ადგილი - გიორგი გულიაშვილი " ყვარელი"