ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება

3 აგვისტო, 2022
13 აგვისტოს, მუსიკოსთა კავშირის „ZMG-ART“, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, DMO – „Visit Kakheti“ –ის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეები.
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
● მაია ბარათაშვილი
● ზაზა მარჯანიშვილი
● ჯორჯ მელი
● გია რაქვიაშვილი
● გიორგი სამსონაძე
● ლევან ჯაფარიძე
● ანდრია გველესიანი,
● დათო ლომიძე
● დავით ქარჩავა
● გიორგი კობახიძე
ფესტივალის პარალელურად, ქალაქ სიღნაღში ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენის დასაწყისი 18:00
კონცერტის დასაწყისი 20:00
 
გააზიარე