ქალაქ თელავში ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს თასის მეათე გათამაშება გაიმართა
4 თებერვალს, ქალაქ თელავში საქართველოს პაუერლიფტინგის ფედერაციის ორგანიზებით, სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ძალისმიერ სამჭიდში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის საქართველოს თასის მეათე გათამაშება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ძალისმიერი სამჭიდის სიღნაღის გუნდმა. ხუთივე სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული სიღნაღის გუნდი პაუერლიფტინგის ფედერაციის წარმომადგენლებმა ოქროს და ვერცხლის მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ სპორტული განვითარების ცენტრის სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობას ულოცავს.