ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალები ტექნოლოგიებში

20 ივლისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ ქეა კავკასიას დაფინანსებით, ა(ა)იპ სოციალური კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის მიერ პროექტი „ქალები ტექნოლოგიებში“განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 6 კვირის მანძილზე (12 შეხვედრა), მონაწილეებს IT ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარდებათ.

პროექტში მონაწილეობა 15-დან 24 წლამდე გოგონებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებიც უფასოდ დაეუფლებიან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პროფესიას.

იგი მოთხოვნადი და მაღალ ანაზღაურებადი საქმიანობაა. ის IT სფეროში ყველაზე მარტივ და მცირე დროში შესასწავლ პროფესიათა რიცხვში შედის.

მონაწილე გოგონები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმებით:

• 15-24 წლამდე;

• თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ლაგოდეხის ან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრები;

• საშუალო დონეზე ფლობს ინგლისურ ენას;

• აინტერესებს IT ტექნოლოგიები;

• აქვს წვდომა პერსონალურ კომპიუტერზე.

ტრენინგები სრულად დაფინანსებულია ა(ა)იპ ქეა კავკასიას მიერ და ჩატარდება სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტებში.

პროექტში მონაწილეობის მსურველი პირები გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/.../1FAIpQLSeDFi8.../viewform...

 

გააზიარე