ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კალიგრაფიის დღე სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკაში

24 მარტი, 2023
ქ. სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის მენეჯერის ლიანა ხატიაშვილის და ნოდარ პაპუაშვილის თაოსნობით, ბავშვთა მხატვრული კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქალაქ სიღნაღის, სოფელ ნუკრიანის და ანაგის საჯარო სკოლის ,სიღნაღის ხელოვნების სასწავლებლის და სოლომონ დოდაშვილის სახელობის ჰარმონიული განვითარების ,,კერა"-ს მოსწავლეებმა მიიღეს.
კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ნანობაშვილი, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მზია სუხიშვილი, ჟურნალ ,,ლიტერატურული სიღნაღი''- ის რედაქტორი ანზორ სიფრაშვილი და ა(ა)ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორი ნათელა ნადიკაშვილი ესწრებოდნენ.
მონაწილეთა ნამუშევრები ჟიურის შეფასების შემდეგ ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ნინო ლაგაზაშვილი, სოლომონ დოდაშვილის სახელობის ჰარმონიული განვითარების ,,კერა",ნუკრიანის N I საჯარო სკოლა
II ადგილი - დაჩი ალხანაშვილი, ანაგის საჯარო სკოლა.
III ადგილი - მარიამ კოკოლიშვილი, ნუკრიანის N I საჯარო სკოლა.
ნომინაციაში „ორიგინალური შესრულება“ ადგილები ასე გადანაწილდა;
მარიამ მინდორაშვილი - სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელი.
მარიამ ვარამაშვილი - ანაგის საჯარო სკოლა.
ქეთევან მერებაშვილი - ანაგის საჯარო სკოლა.
ნომინაციაში ჟიურის სიმპატია ასე გადანაწილდა;
ანანო მაზიაშვილი - ნუკრიანის N II საჯარო სკოლა.
ნინი ცივქარაშვილი - სოლომონ დოდაშვილის სახელობის ჰარმონიული განვითარების ,,კერა".
ანანო ბაინდურაშვილი - სოლომონ დოდაშვილის სახელობის ჰარმონიული განვითარების ,,კერა".
გამარჯვებულ მონაწილეებს სამახსოვრო წიგნები გადაეცათ.

 

გააზიარე