ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კამპანია ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერი, 2022
ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის ფარგლებში
დღეს, ქალაქ წნორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული „ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების“ ხელმძღვანელი ია ფირაშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრების მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების ფენომენის გაცნობა, სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს და 10 დეკემბერს დასრულდება.

 

 

გააზიარე