ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიკბოქსინგის რესპუბლიკური ტურნირი

3 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ წნორში კიკბოქსინგის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ტურნირში სხვადასხვა ქალაქებიდან - გორიდან, თბილისიდან, მარნეულიდან, გარდაბნიდან, დედოფლისწყაროდან ჩამოსულმა 50-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. სიღნაღიდან 13 სპორტსმენი გავიდა რინგზე, რომელთაგან ცხრა მათგანმა გამარჯვებით დაასრულა შეხვედრა.

შეჯიბრს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული კიკბოქსინგის და ტაიბოქსინგის ფედერაციის წარმომადგენლები. თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად მათ გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები და თასები გადასცეს. 

 

გააზიარე