ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიკბოქსინგში საქართველოს 30-ე საიუბილეო ჩემპიონატი გაიმართა

6 ივნისი, 2023
გუნდური პირველი ადგილი ჩვენია...
საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 2-4 ივნისს, ქალაქ სენაკში, კიკბოქსინგში საქართველოს 30-ე საიუბილეო ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯობრში ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის და ვაქირის კიკბოქსინგის სექციების სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
აღსანიშნავია ლიზი ყატაშვილის გამოსვლა, რომელმაც ორი ბრძოლა ჩაატარა და ორივე ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.
შეჯიბრი უფროსი ასაკის ბავშვთა შორის სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირის მიზანი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება, კიკბოქსინგის პოპულარიზაცია და ჯანსაღი წესის დამკვიდრება იყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას

 

გააზიარე