ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქიზიყის ქუჩის გზის რეაბილიტაცია

5 ივლისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 726 247 ლარია, 3 400 მეტრის მანძილზე ასფალტო ბეტონის გზის საფარის, სანიაღვრის, სამი სახიდე გადასასვლელის, ეზოებში შესასვლელების და ტროტუარის მოწყობას ითვალისწინებს.

ახალი გზით მოსახლეობა ივლისის თვიდან ისარგებლებს.

გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

გააზიარე