ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კლასიკური მუსიკის კონცერტი

23 May, 2022

25 მაისს „ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების“ ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.

მასში მონაწილეობას გაერთიანებაში შემავალი სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

კონცერტზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ლაღიძის, კვერნაძის, აზარაშვილის, ცაბაძის, სებისკვერაძის, ლონდარიძის, თაქთაქიშვილის, შოპენის, შუბერტის, ხაჩატურიანის, სკრიაბინის საფორტეპიანო ნაწარმოებები, საფორტეპიანო ანსამბლები, ასევე, ნაწარმოებები ფლეიტისთვის.

დასაწყისი 14:00 საათი.

#ევროპისკენ

 

 

გააზიარე