ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კლასიკური მუსიკის კონცერტი სიღნაღში

25 May, 2022

დღეს, ა(ა)იპ სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აკადემიური კონცერტი საქართველოს ჰიმნით დასრულდა, რომელიც მონაწილეებთან ერთად დამსწრე სტუმრებმაც შეასრულეს.

მალხაზ ბეგიაშვილმა სამუსიკო სკოლების პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.

კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. 

 

გააზიარე