კომისიის სხდომა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
დღის წესრიგი:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ანაგა, ბოდბე, ქვემო ბოდბე, ბოდბისხევი, ვაქირი, ზემო მაღარო, ქვემო მაღარო, ნუკრიანი, ტიბაანი, ჯუგაანი, ძვ. ანაგა) გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ“;
მომხსენებელი: მარიამ შარმიაშვილი
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ“
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი