ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კომისიის სხდომები - სიღნაღის მუნციპალიტეტის საკრებულო

18 ოქტომბერი, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომები გაიმართა.
კომისიებზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
 
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქალაქ სიღნაღში მდებარე საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშოების-1. ს/კ ს.კ. N56.14.42.057, N2 შენობა ნაგებობა (განაშენიანების ფართი 42 კვ.მ.); 2. ს/კ N56.14.42.320; 3. ს/კ N56.14.41.060; N1 შენობა - ნაგებობა (განაშენიანების ფართი 15 კვ.მ) სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით), აუქციონის წესით 5 წლის ვადით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და ქონების საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. სიღნაღში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობის ს/კ N56.14.41.131.01.502 პირველი სართულის 2 ოთახის ფართით 44.4 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის N 40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
3. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
 
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის # მე-4 ქუჩისთვის გოდერძი ჩოხელის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის # 23-ე ქუჩისთვის გიორგი აბრამიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს # 24-ე ქუჩისთვის ლერი მირაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის # მე-6 ქუჩისთვის მირიან მესტიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ.
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი

 

გააზიარე