ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქორეოგრაფიული ანსამბლ „ათინათის“ კონცერტი

10 ნოემბერი, 2022
სიღნაღის თეატრში ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლ „ათინათის“ 2022 წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
მათ მაყურებლის წინაშე ქართული ცეკვები წარადგინეს.
ანსამბლის ხელმძღვანელებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის. შეგახსენებთ, რომ „ათინათი“ ზაფხულში მერიის ფინანსური მხარდეჭერით კაბადოკიაში, ფესტივალზე გაემგზავრა. მათ თვითმაართველობის წარმომადგენლებს კაბადოკიის ავანოსიის მერის მიერ გამოგზავნილი სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ კონცერტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების 5 შტატის როტარი კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (ელიტარული კლუბი როტარი ამერიკის მასშტაბით საზოგადოებრივ-ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს).
ანსამბლმა სტუმრებისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვევა მიიღო, სადაც ანსამბლი 3 კვირიანი ვიზიტით გაემგზავრება. მათი საზღვარგარეთ ვიზიტი კლუბის მიერ დაფინანსდება.

 

 

გააზიარე