კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა
20 მაისს, დედოფლისწყაროს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" სამედიცინო დაწესებულებაში, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ჯავაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ.
,,ყველას მოვუწოდებ ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაა. გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და გარშემომყოფებს“ - განაცხადა ილია ხატიაშვილმა.