ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

23 იანვარი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
შენობის კონსტრუქციის მშენებლობა და სახურავის გადახურვა უკვე დასრულდა. ამ დროისთვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის დამთავრების შემდეგ, ბოდბეს 75 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.
სამშენებლო სამუშაოები საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

გააზიარე