ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაშქრულის კონცერტი

29 April, 2022

დღეს, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად სიღნაღის მუნიციპალიტეტის პროფესიული ანსამბლ „ლაშქრულის“ კონცერტი გაიმართა.

საღამოს საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. სტუმრებს შორის, მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს და უკრაინის ჰიმნებით გაიხსნა, რომლის შემდეგაც „ლაშქრული“ მაყურებლის წინაშე, როგორც ქართული ასევე მსოფლიო ხალხთა ცეკვებით წარდგა.

კონცერტის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა ანსამბლის ხელმძღვანელებს ლევან გოჩიტაშვილს, მამუკა ცერცვაძეს და მოცეკვავეებს გაწეული შრომისთვის და წარმოდგენილი კონცერტისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გააზიარე